27 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან ტელეფონით ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი სატელეფონო საუბარი გამართა ესტონელ კოლეგასთან. მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობები და პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

ესტონელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

დღის ამბები