27 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ომის 65-ე დღე - ეუთო უკრაინაში სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას ხურავს

უკრაინაში ომის 65-ე დღეა. ღამით რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს დედაქალაქზე. კიევში რამდენიმე საათის წინ ძლიერი აფეთქება იყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, იერიშის შედეგად 25 სართულიანი შენობის პირველი და მეორე სართულები განადგურდა. დაშავდა 10 ადამიანი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში მომხდარ აფეთქებას ბარბაროსულ აქტს უწოდებს.

ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხარკოვზეც, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 11.

სარაკეტო თავდასხმები იყო ხმელნიცკის რეგიონშიც.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, უკრაინელების მხარეზე მებრძოლი შეერთებული შტატების ერთი და გაერთიანებული სამეფოს ერთი მოქალაქე დაიღუპნენ.

CNN ნატოს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაზე შეტევაში გარკვეული პროგრესი აქვთ.

უკრაინის ვიცე-პრემიერი კი ტყვეების გაცვლის შესახებ იუწყება. ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებულია 33 უკრაინელი სამხედრო და 12 მშვიდობიანი მოქალაქე. უცნობია, რამდენ რუს ტყვეში გაცვალეს ისინი.

უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის დახურვის შესახებ იუწყება ეუთო.

დღის ამბები