27 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა. 

მისი თქმით, საქართველო მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას გამოხატავს უკრაინის მიმართ და ეს მომავალშც გაგრძელდება. 

"დღეს ჩვენ მოვინახულეთ უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც დროებით ჩამოვიდნენ საქართველოში და დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შვილებს. ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს სკოლაშ მოვინახულე პირველკლასელები ჩემს შვილებთან ერთად, რომლებიც ასევე პირველკლასელები არიან. 

მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ვუსურვო მალე დაბრუნება საკუთარ სახლებში. ჩვენ ის ტკივილი, რასაც ისინი ახლა გადიან, გამოცდილი გვაქვს არაერთხელ და ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობის დამყარება.

ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი მაქსიმუმს აკეთებს, ჩვენ ვართ 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა უკრაინაში, 500 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა ჩვენი ხალხის მიერ, ესაა ქართველი ხალხის საჩუქარი და დახმარება უკრაინელი ხალხისთვის. 

რა თქმა უნდა, უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართელოში იმყოფებიან, ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას გამოვხატავთ და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც," - აღნიშნა პრემიერმა. "

დღის ამბები