უკრაინის საზღვართან ახლოს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში კვლავ აფეთქებები და ხანძარია. სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან ამ წუთებში საბრძოლო მასალის საცავი იწვის. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსები და სახლები არ დაზიანებულა, არავინ დაშავებულა.
ღამით განმავლობაში აფეთქებების იყო უკრაინის ტერიტორიაზეც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალების იერიშებს ხარკოვში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 7.
დაბომბვებს მსხვერპლი მოჰყვა დონეცკშიც.
კვლავ რთულ პირობებში რჩებიან მოქალაქეები მარიუპოლში. ქალაქის საბჭოს ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხანაში სულ მცირე 2 ათასი ადამიანია, მათ საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ.
უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაივის ოლქის სამ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინეს.
უკრაინის ძალებმა დარტყმა მიაყენეს კუნძულ ზმეინზე განლაგებულ რუსულ პოზიციებს. ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი გაანადგურეს.