27 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
აპატურაის შემდეგ კოლომინა - ნატოს გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენელს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან

აპატურაის შემდეგ კოლომინა - ნატოს გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენელს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან. ხავიერ კოლომინა პარლამენტში დილის 11-ის ნახევრისთვის მივა.

შეხვედრა ამჯერადაც, სავარაუდოდ, დახურულ ფორმატში ჩაივლის. ძირითადი განსახილველი თემები ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პრიორიტეტები და რეგიონის უსაფრთხოება იქნება. ნატოს მაღალჩინოსანი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება.

"მისი ვიზიტი ატარებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ეს არის ნატოს გენერალური მდივნის რიგით მეორე თანაშემწის მოადგილე, რომლიც ბოლო ერთი კვირის მანძილზე სტუმრობს საქართველოს, ასევე სტუმრობს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს და რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია, საუბარი იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ყველა იმ ასპექტზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ურთიერთობას," - ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია.

 

დღის ამბები