27 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
CNN-ის ცნობით, პუტინი დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობას "აზოვსტალიდან" მოსახლეობის ევაკუაციაში

ვლადიმერ პუტინი, პრინციპში, დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობას მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაში - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.

საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი იყო რუსეთის პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრაზე. აქვე, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სამოქალაქო პირები უნდა გამოუშვან, სხვა შემთხვევაში, ისინი მოქმედებენ როგორც მაგალითად, "ისლამური სახელმწიფოს" წევრები.

დღის ამბები