დნესტრისპირეთში ტერორისტული საშიშროების ყველაზე მაღალი დონეა გამოცხადებული.
ოფიციალური კიევი ირწმუნება, რომ არაღიარებულ რესპუბლიკაში რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.
ბოლო ორი დღეა, სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს ცნობებს სხვადასხვა ობიექტზე "დაუდგენელი პირების" თავდასხმების და აფეთქებების შესახებ. ეს ფაქტი ქვეყნის პრეზიდენტმა "სხვადასხვა ჯგუფებს შორის მომხდარ შიდა უთანხმოებებს დაუკავშირა, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი აქვთ".