მოლდოვის პრეზიდენტმა დნესტრისპირეთის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია - გუშინ თვითგამოცხადებულ რეგიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა. როგორც ცნობილია, განადგურებულია ორი რადიო გადამცემი ანძა.
აფეთქებების გამო პანიკაში მყოფი მოსახლეობა არაღიარებული რესპუბლიკიდან მოლდოვის კონტროლირებად ტერიტორიაზე გარბის. ინტერნეტში მანქანების გრძელი რიგების ამსახველი კადრები ვრცელდება.
მოლდოვაში აცხადებენ, რომ ტირას-პოლში მომხდარი თავდასხმის მიზანი პანიკის შექმნა და ვითარების დასაძაბად ხელოვნური მიზეზის შექმნაა.