პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ მათ უკრაინას ტანკები გადასცეს. ამის შესახებ მატეუშ მორავეცკიმ ტელეკომპანია "პოლ საათის" ეთერში განაცხადა.
მორავეცკის თქმით, პოლონეთმა ეს სამხედრო დახმარება ბრიტანეთისგან მიიღო. პრემიერ-მინისტრს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ბრიტანელი კოლეგის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, პოლონეთი ტანკებს უკრაინას მისცემდა.
მორავეცკის დაადასტურა, თუმცა უკრაინელი მეგობრების უსაფრთხოების მიზნით სამხედრო დახმარების რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა.