27 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ლავროვის კომენტარი, მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ ნიშნავს, რომ მოსკოვი დამარცხებას გრძნობს - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი, რომ რეალურია მე-3 მსოფლიო ომის საფრთხე, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი გრძნობს დამარცხებას უკრაინაში.

რუსეთი კარგავს უკანასკნელ იმედს, რომ შეაშინოს მსოფლიო, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაზე უარის თქმის მიზნით,"- წერს დმიტრო კულება "ტვიტერზე".

მისი განმარტებით, მსოფლიომ უნდა გააორმაგოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა დაცული იყოს ევროპული და გლობალური უსაფრთხოება. 

დღის ამბები