27 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
რაც მათ უკვე გააკეთეს საკმარისია, რომ მსოფლიომ აღიაროს რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებლად, რუსული არმია კი ტერორისტულ ორგანიზაციად - ზელენსკი 

თითქმის ორთვიანი ომის განმავლობაში პირველად უკრაინის პრეზინდეტმა ტრადიცია აღდგომაზე დაარღვია და ტრადიციული მიმართვა გვიან ღამით არ გაუვრცელებია. ბოლო ამბები ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ დღის ბოლოსკენ შეაჯამა.

უკრაინის არმიის მთავარსარდალმა რუსეთი კიდევ ერთხელ მოიხსენია ტერორისტ სახელმწიფოდ და მარიუპოლში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ გაამახვილა ყურადღება.

"რუსეთმა თავისი სარაკეტო არსენალის უმეტესი ნაწილი უკვე გაისროლა უკრაინაზე. რა თქმა უნდა, მათ ჯერ კიდევ აქვთ რაკეტები. რა თქმა უნდა, მათ კვლავ შეუძლიათ გააგრძელონ სარაკეტო ტერორი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მაგრამ ის, რაც მათ უკვე გააკეთეს, ნამდვილად საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ მსოფლიომ საბოლოოდ აღიაროს რუსეთის სახელმწიფო ტერორიზმის დამფინანსებლად, ხოლო რუსული არმია ტერორისტულ ორგანიზაციად. ჩვენ გავაგრძელებთ ამის მოთხოვნას ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებებში. ასეთი აღიარების ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. ამიტომაც არის ეს სიმართლე.

რუსული სახელმწიფო ტერორისტად იქცა და ამის არ რცხვენია. და თუ არ რცხვენია, ეს არის წინასწარ განზრახული. მაშასადამე, უნდა დაეკისროს მაქსიმალური პასუხისმგებლობა.

ოკუპანტების მიერ ჩვენი მარიუპოლის მცხოვრებლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ახალი ფაქტები აშკარავდება. ოკუპანტების მიერ დახოცილი ადამიანების ახალი საფლავები იპოვეს. ვსაუბრობთ მარიუპოლის ათიათასობით დაღუპულ მცხოვრებზე. დოკუმენტირებულია ოკუპანტების მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ მალავენ დანაშაულის კვალს.

რუსეთი აგრძელებს ე.წ. ფილტრაციის ბანაკების საქმიანობას, განსაკუთრებით მარიუპოლთან ახლოს. თუმცა ამის რეალური სახელი, ფაქტობრივად, განსხვავებულია - ეს არის საკონცენტრაციო ბანაკები. ისეთივე როგორებსაც ნაცისტები წარსულში აშენებდნენ.

ამ ბანაკებიდან გადარჩენილ უკრაინელებს გზავნიან ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში. ჩვენი მოქალაქეების რუსეთის მიყრუებულ ადგილებში, ციმბირში, თუნდაც ვლადივოსტოკში დეპორტაციის ფაქტები დოკუმენტირებულია. ისინი ასევე ადეპორტირებენ ბავშვებს იმ იმედით, რომ დაავიწყდებათ სად არის მათი სახლი და საიდან არიან. ისინი უკრაინიდან არიან,"- განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები