უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა პორტუგალიას, უკრაინას ტანკები "ლეოპარდი", ჯავშანმანქანები და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები "ჰარპუნი" გადასცეს. ამის შესახებ ზელენსკიმ პორტუგალიის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის ლიდერმა ასევე მოუწოდა პორტუგალიას, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს და სანქციებს რუსული ბანკების წინააღმდეგ.