27 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან აუდიენციას ითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან აუდიენციას ითხოვს. მიზეზი მშვიდობის დამყარების გადაუდებელი აუცილებლობის განხილვაა - ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერმა განაცხადა.

სტეფან დუჟარიკი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წერილები რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს უკვე გადაეცათ და ანტონიო გუტერეში ორივე ქვეყნის მთავრობებისგან პასუხს ელოდება.

გაემგზავრება თუ არა გუტერეში მხოლოდ ერთ ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებას ერთი ქვეყანა მიიღებს და არა ორივე - ეს პრესსპიკერს აღარ დაუკონკრეტებია.

დღის ამბები