27 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
"გვჭირდება ცვლილებები, შეიძლება იყოს 200 ათასი ადამიანიც და არა მორიგი აქცია 20-30-ით, მოითხოვონ ცვლილებები" - მიხეილ სააკაშვილი ქუჩის აქციებზე

რა გეგმები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" - მოლოდინი, რომ პარტიის სტრატეგიაზე მიხელ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე უფრო მეტს იტყოდა, არ გამართლდა - ერთიანობა და ცვლილებები ყოფილმა პრეზიდენტმა ახსენა, თუმცა მას არ უსაუბრია ვადამდელ არჩევნებსა და სამთავრობო ცვლილებების მოთხოვნით ქუჩის აქციების კონკრეტულ გეგმაზე.

სხდომაზე ექს​​-პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა, სიტყვა უკრაინულ ენაზე მიმართვით დაიწყო, თუმცა მალევე ექიმის დახმარება დასჭირდა, რის გამოც პროცესზე რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა.

"ჩვენ გვჭირდება ერთიანობის დემონსტრაცია და ერთიანობის ზეიმი. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები. შეიძლება იყოს 200 ათასი ადამიანიც და არა მორიგი აქცია 20-30-ით... უბრალოდ ადამიანებმა მოითხოვონ ცვლილებები, ის რაც ეკუთვნით, რომ მათ დაუბრუნდეთ თავიანთი ქვეყანა, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმიტომ, რომ არის შანსი - ისტორიული შანსი და ფანჯარა, რომელიც მალე მოიკეტება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და საქართველოს სწრაფი განვითარების გაგრძელების. ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა. ნურავინ ნუ ელის რაღაც საიდუმლო გეგმებს და კონსპირაციას. ყველაფერი არის ზედაპირზე. უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება, საქართველო გასაერთიანებელია,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო დღეს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს. ამ დროისთვის ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.

 

დღის ამბები