27 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
უკრაინამ საბრძოლო თვითმფრინავები და ნაწილები მიიღო - განცხადებას პენტაგონის სპიკერი აკეთებს

უკრაინამ საბრძოლო თვითმფრინავები და ნაწილები მიიღო. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი საუბრობს და აცხადებს, რომ თვითმფრინავები უკრაინამ რამდენიმე ქვეყნისგან მიიღო.

კირბის თქმით, ამერიკის თავდაცვის უწყება უკრაინელების დასახმარებლად ყოვლდღიურად მუშაობს. 

"უკრაინამ მიიღო ტანკები სხვა ქვეყნებისგან. ზოგიერთმა ქვეყანამ უზრუნველყო სათადარიგო ნაწილები, რათა მათ შეძლონ თავიანთი უმოქმედო ტანკების ხელახლა ფუნქციონირება. იგივეს ვიტყოდი თვითმფრინავზე. მათ მიიღეს დამატებითი სამხედრო თვითმფრინავები და თვითმფრინავების ნაწილები, რათა გაიზარდოს მათი ფლოტი და შეაკეთონ უკრაინის არსენალში არსებული დაზიანებული თვითმფრინავები. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ უკრაინელებთან, რათა დავეხმაროთ მათ სხვა სისტემების მიწოდებაში," - ამბობს პენტაგონის პრესმდივანი.

 

 

დღის ამბები