27 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე ისაუბრებს

როგორი იქნება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული ქუჩის ბრძოლის ტაქტიკა - დეტალებზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დღეს უნდა ისაუბროს. ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებს.

მათივე მტკიცებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა აიძულონ მმართველი ძალა დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მას წინასწარ უკვე მოიხსენიებენ "სახალხო ზეიმად." რაც შეეხება, უშუალოდ სასამართლო პროცესს - დღევანდელი სხდომა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

 
 
დღის ამბები