27 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

თბილისში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა და საჰიბა გაფაროვამ ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მეტად გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

წელს საქართველო და აზერბაიჯანი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავენ. საქართველოს პრეზიდენტმა მეზობელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მაისში დაგეგმილ მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია.

 
დღის ამბები