27 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ჯგუფურად ყალბი დოკუმენტის დამზადების და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

ჯგუფურად ყალბი დოკუმენტის დამზადების და სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კომპანიის საკუთრებაში არსებული 850 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის მისათვისებლად, გააყალბეს მინდობილობის დოკუმენტი და ნაკვეთის ნაწილი გაასხვისეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

დღის ამბები