ვლადიმერ პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს და დროის ფუჭი კარგვაა - ასე აფასებს რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს იტალიის პრემიერ-მინისტრი.
მარიო დრაგიმ იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დეტალების შესახებ მოყვა. იტალიის პრემიერს პუტინმა უთხრა, რომ ვოლოდმირ ზელენსკისთან შეხვედრისა და ცეცხლის შეწყვეტის დრო ჯერ არ მოსულა.
"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ომის საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ის, რაც ბავშვებსა და ქალებს გაუკეთეს, საერთოდ არ არის დამოკიდებული სიტყვებსა და სატელეფონო ზარებზე," - აცხადებს მარიო დრაგი.