უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს გერმანიის კანცლერს, კიევისთვის შეიარაღების გადაცემაზე გადაწყვეტილება დროულად მიიღოს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"იმედი მაქვს, რომ კანცლერი შოლცი მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას," - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, გერმანიას გადაწყვეტილება ადრე რომ მიეღო, დიდი ომის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.
უკრაინის ნომერ პირველმა დიპლომატმა ასევე მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დააწესონ ემბარგო რუსულ ნავთობზე.