უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრში აცხადებენ, რომ რუსული სპეცსამსახურები ახალ გეგმაზე გადავიდნენ, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტებსა და ანტიუკრაინული ისტერიის აგორებას ისახავს მიზნად.
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე რუსულ დასახლებებში უკვე მოაწყო რამდნიმე ტერაქტი, რომელთა ორგანიზებაშიც უკრაინას ადანაშაულებენ პარალელურად, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა კლიმოვის რაიონის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. დაშავდა რვა ადამიანი და დაზიანდა 100 სახლი. ამის გამო, ბრიანსკის ოლქის კლიმოვის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.