27 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გავემგზავრებით უკრაინაში და ჩვენს მხარდაჭერას იქ დავაფიქსირებთ - არჩილ თალაკვაძე

უკრაინაში ქართული დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ვიზიტი ქვეყნის ღირსების საკითხია და აღნიშნავენ, რომ ქართული მხარე უკრაინაში ნებისმიერ შემთხვევაში გაემგზავრება. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია საკუთარ გადაწყვეტილებას გამგზავრებამდე ჩამოაყალიბებს ისე, რომ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ გახდეს. 

"ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი, ამიტომ, რაიმე კამათში, ვაჭრობაში, დეტალებში არ ვაპირებთ შესვლას. პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან ღირსეული პოზიცია აჩვენა შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციას შესთავაზა რომ მონაწილეობა მიიღონ დელეგაციაში და ამ ვიზიტში. მე იმედი მაქვს, რომ სანამ გავემგზავრებით, ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებს ისე, რომ ქვეყნისთვის და პირველ რიგში მათთვის არ გახდეს დამაზიანებელი. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გავემგზავრებით, ჩვენს სამძიმარს ვეტყვით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ჩვენს მხარდაჭერას იქ დავაფიქსირებთ," - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ მთავარი არ არის, რამდენი ადამიანი მიდის, არამედ ის, რომ ქართული დელეგაცია უკრაინაში ვიზიტით მიდის.

"ეს დელეგაცია რაც უფრო წარმომადგენლობითი იქნება, არის უკეთესი, თუმცა ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევა და მისი ვიზიტია მთავარი,“ - ამბობს ბექა დავითულიანი.

დღის ამბები