უკრაინა დანაშაულის ადგილია - ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტის დროს განცხადა. კარიმ ხანი კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდა. საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის თქმით, სიმართლის დადგენა მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვს. ბუჩაში მუშაობას უკვე შეუდგა ჰააგის სასამართლოს ექსპერტთა ჯგუფი.
"უკრაინა დანაშაულის ადგილია. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რადგან გვაქვს გონივრული საფუძველი, გვჯეროდეს, რომ აქ ჩაიდინეს დანაშაულები, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არის. ჩვენ უნდა გავფანტოთ ომის ნისლი, რათა სიმართლეს მივაკვლიოთ. ეს კი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას საჭიროებს. ჩვენ უნდა მივყვეთ მტკიცებულებებს," - განაცხადა არიმ ხანიმ.