უკრაინელები კვლავ იბრძვიან მარიუპოლის რუსებისგან დასაცავად - ასეთია პენტაგონის შეფასება რუსების მიერ ბლოკირებულ ქალაქთან დაკავშირებით. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების პრესსპიკერი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ მარიუპოლი თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო რუსეთისთვის ხელსაყრელ ქალაქს წარმოადგენს.
ქალაქში რუსების მიერ ქიმიური ნივთიერების გამოყენების ცნობას ამ დროისთვის პენტაგონი ვერ ადასტურებს.
"მარიუპოლი კვლავ სადავოა და უკრაინელები კვლავ იბრძვიან მის დასაცავად. თქვენ თავად ნახეთ სურათები, ნახეთ, როგორ გაანადგურა რუსეთის ავიაციამ მარიუპოლი. აშკარაა, რომ რუსებს ის სურს მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო. ისინი დონბასის სამხრეთით და აზოვის ზღვაზე არიან. ის მთავარი საპორტო ქალაქია, ის მათთვის შეუზღუდავ და შეუფერხებელ სახმელეთო წვდომას უზრუნველყოფს დონბასსა და ყირიმს შორის," - ამბობს ჯონ კირბი.