27 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 106-ე შეხვედრა მიმდინარეობს. მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავენ.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას. ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში 8 მოქალაქე რჩება. მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებსაც განიხილავენ. 

"მთავარი ყურადღება დაეთმობა რა თქმა უნდა, უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ ბოლო ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. ცენტრალური ხელისუფლების ისევე, როგორც საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოთხოვნა გახლავთ  უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება," - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

დღის ამბები