უკრაინაში რუსეთის ომის 48-ე დღეა. ხარკოვში რუსულ ავიაიერიშებს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილებს შორის არის 13 წლის ბავშვი.
უკრაინული მედია ინფორმაციას ავრცელებს დონეცკში 3 ადამიანის დაღუპვის შესახებაც,
დაშავდა 8 მოქალაქე. უკრაინის ვიცე-პრემიერის ცნობით, რუსებს 1 700 უკრაინელი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავთ დატყვევებული, მათგან 500 ქალია.
ღამით ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს მიკოლაევში უკრაინელების პოზიციებზე. CNN-ის ცნობით კი, უკრაინელებმა ლუგანსკის რეგიონის ქალაქ ნოვოაიდარში რუსული იარაღის საწყობი გაანადგურეს. სამდღიანი კომენდანტის საათი ცხადდება ოკუპანტებიგან გათავისუფლებულ ქალაქ ირპენში.