27 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ხარკოვის ოლქი გასული ღამის განმავლობაში 66-ჯერ დაიბომბა - 10 გარდაცვლილს შორის ერთი ბავშვია

ხარკოვის ოლქი გასული ღამის განმავლობაში 66-ჯერ დაიბომბა, არის მსხვერპლი, არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. 10 გარდაცვლილს შორის ერთი ბავშვია. საერთო ჯამში რუსულ აგრესიას ომის დაწყებიდან დღემდე, 183 ბავშვი ემსხვერპლა. დაშავებულია 342.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს. ლუგანსკის ოლქში სრულად განადგურებულია კრიტიკული და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.

დაბომბილია ოლქის ყველა ქალაქი. ღამის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსულმა არმიამ ცეცხლი გაუხსნა რკინიგზის სადგურს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

გარდა ამიასა, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკიდან ევაკუირებული და ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის შესახებ იუწყება ქალაქის მერი. 

"კრამატორსკიდან 160 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე რჩება 50 ათასი ადამიანი, რაც მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედია. ეს ის ხალხია, ვინც 2014 წელს არ დატოვა ქალაქი. ისინი აქ იყვნენ ბრძოლის დროს. ბევრ მათგანს არ სურს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება და ახალი ცხოვრების სხვა ქალაქში დაწყება. ეს არ არის ჩვენთვის პირველი ომი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უფრო დიდი მასშტაბით მიმდინარეობს დაბომბვები. ჩვენ 2014 წელი გავიარეთ, ამიტომ ხალხი პანიკაში არ არის," - განაცხადა კრამატორსკის მერმა ალექსანდრე გონჩარენკომ. 

დღის ამბები