27 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, კოვიდი პრაქტიკულად თითქმის დამარცხებულია - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ "მწვანე პასპორტის" გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო.

"მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ შეიძლება ითქვას, კოვიდი პრაქტიკულად, თითქმის დამარცხებულია. დღეს ასეა ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია გვაქვს. დღეს ვირუსის 107 ახალი შემთხვევა იყო. მინდა, გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც ორი თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც "ომიკრონმა" ჩაანაცვლა სხვა შტამები, ჩვენ გავაუქმეთ მწვანე პასპორტები, რადგან აზრს კარგავდა "მწვანე ბარათი". მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან მივიღეთ კრიტიკა, ეს როგორ გააკეთეს და ასე შემდეგ. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში პროცესი იმართა, სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ და ყველაფერი არის სტაბილურად, დასტაბილურდა სიტუაცია. დღეს 107 შემთხვევა იყო და პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პრობლემა, კრიზისი გადალახულია. მოგეხსენებათ, მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, მათ შორის პირბადის ტარება საჯარო, გარე სივრცეებში. ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით. სტრესი და წნეხი მოიხსნება," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები