27 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარით ჩვენ რეალურად ახალ ეტაპზე გადავდივართ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სიკეთე და ყველა პროგრესი, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში არის სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების დამსახურება:

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იმყოფება ლუქსემბურგში, სადაც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდება, რომელიც ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს. მოგეხსენებათ, რომ ამით ჩვენ რეალურად ახალ ეტაპზე გადავდივართ, მას შემდეგ რაც ჩვენ წევრობაზე აპლიკაცია და განაცხადი წარვადგინეთ. პროცესი დაწყებულია, ახლა ჩვენ მივიღებთ ამ კითხვარს. ამ პროცესს სჭირდება ყველა უწყების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა. მე პირადად გავაკონტროლებ ამ პროცესს, პირადად ვიქნები ჩართული ამ პროცესში. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ ბრიუსელს შევსებული კითხვარი. მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა სიკეთე და ყველა პროგრესი, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება. დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე წევრობაზე განაცხადი, ეს ყველაფერი უკავშირდება "ქართული ოცნებას". ამიტომ, რა თქმა უნდა, მივიღებთ რა კითხვარს, ამ პასუხისმგებლობით ჩავერთვებით და ამ პასუხისმგებლობით წარვადგენთ შევსებულ დოკუმენტაციას. მოლოდინი მაქვს, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანენ,"- განაცხადა ღარიბაშვილმა

დღის ამბები