საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შედგება. არჩევნების პირველ რაუნდში ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დააგროვა, თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის ეს არასაკმარისია.
მეორე ტურში ფრანგებს არჩევანის გაკეთება ემანუელ მაკრონსა და მარინ ლე პენს შორის მოუწევთ.
დათვლილია პირველი ტურის ხმების 97%, მაკრონს ხმა ამომრჩევლების 28%, ლე პენს კი 23% მისცა. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობდა.