რუსეთმა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, სანქციები დაუწესა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში შესვლა ავსტრალიის მთავრობის 228 წევრსა და დეპუტატს აეკრძალა.
უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება კანბერას საპასუხოდ მიიღეს. რუსეთმა სანქცირებულთა სიაში ავსტრალიის არმიის წევრების, ბიზნესმენების, ექსპერტების და მედიის იმ წარმომადგენლების შეყვანაც დააანონსა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს რუსეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
ამასთან, მოსკოვმა "არამეგობრული ქმედებების გამო", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ახალი ზელანდიის 130 მოქალაქეს, მათ შორის მთავრობისა და პარლამენტის წევრებსაც.