27 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის ადგილი არ არის - ჯო ბაიდენი

ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის ადგილი არ არის, საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა აჩვენა, როგორ აქცია პუტინის ომმა რუსეთი საერთაშორისო განდევნილად - ამ სიტყვებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გაძევებას მიესალმება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბუჩასა და უკრაინის სხვა რაიონებში ჩადენილი სისასტიკეზეც დაგმო და აღნიშნა, რომ ამერიკა პარტნიორებთან ერთად გააძლიერებს ძალისხმევას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს, მიიღოს დამატებითი ზეწოლა ეკონომიკაზე და იზოლირდეს საერთაშორისო ასპარეზიდან.​

დღის ამბები