27 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეგობარია. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა და მნიშვნელოვანია, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას, რაც მთავრობის მეთაურის თქმით, უმთავრესი წინაპირობაა რეგიონში განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერ-მინისტრის "მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა", რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყნის მონაწილეობას ითვალისწინებს.

დღის ამბები