27 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, მათი ვიზიტი ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე "პატრიოტთა ალიანსზე"

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების რუსეთში ვიზიტს, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მათი მოსკოვში ვიზიტი კატეგორიულად მიუღებელია: 

"რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცება, ქვეყანა ინგრევა და ქალაქები ნადგურდება. ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები და ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია,"- განაცხადა კახა კალაძემ. 

პრორუსული პარტიის "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტი მოსკოვში - ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი, რუსეთის ფედერალური საბჭოს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბანოვს და ამავე კომიტეტის წევრს, მიხეილ სინიცინს შეხვდნენ.

რუსეთის ფედერალური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს". რუსეთის ფედერალური საბჭოს მიერ გავრცელებული ფოტოები და ინფორმაცია 2022 წლის 4 აპრილით თარიღდება.

ირმა ინაშვილმა "კურიერს" განუცხადა, რომ საჭიროა ნეიტრალიტეტის პლატფორმის მხარდაჭერა. 

დღის ამბები