27 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
ბორის ჯონსონმა რუს ხალხს რუსულად მიმართა - თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულში, მაგრამ არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის მოსახლეობას მათ მშობლიურ ენაზე მიმართა, ვიდეო მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

"რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ სიმართლეს. თქვენ იმსახურებთ, რომ გაიგოთ ფაქტები," - ამბობს ჯონსონი ვიდეოში, სადაც უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულს აღწერს. 

„თქვენი პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებშია ბრალდებული, მაგრამ არ მჯერა რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს“, - აღნიშნა ჯონსონმა. 

დღის ამბები