27 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
ენტონი ბლინკენი ბრიუსელშია - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი NATO-ს მინისტერიალს დაესწრება

ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დაესწრება. ენტონი ბლინკენი უკვე ბრიუსელში იმყოფება.

გამგზავრებამდე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ბლინკენმა განაცხადა, რომ ახლა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციისთვის "მნიშვნელოვანი მომენტი" დგას და რომ მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდება იმ სისასტიკეზე, რაც მსოფლიომ ბუჩაში იხილა. მისივე თქმით, მინისტერიალზე საუბარი იქნება იმ ერთობლივ მუშაობაზეც, რასაც დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად ახორციელებს.

დღის ამბები