27 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"რუსეთი უფრო ფრთხილი იქნება სურსათის ექსპორტთან დაკავშირებით" - რა პოზიცია აქვს პუტინს დასავლეთის სანქციებსა და სასურსათო კრიზისზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციებმა გლობალური სასურსათო კრიზისი და ენერგეტიკის სფეროში ფასების ზრდა გამოიწვია.

"რუსეთი უფრო ფრთხილი იქნება სურსათის ექსპორტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მტრულად განწყობილ ქვეყნებში" - აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტმა აგროსაკითხებთან დაკავშირებით გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე დასავლეთი გააკრიტიკა. პუტინი ფიქრობს, რომ დასავლეთის ქვეყნები შეცდომებს უშვებენ, რაც მსოფლიოში ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის.

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ენერგორესურსებზე ფასების ზრდა განვითარებულ ქვეყნებს მეტი ფულის დაბეჭდვას აიძულებს, რაც ღარიბ ქვეყნებში საკვების დეფიციტს გამოიწვევს.

დღის ამბები