გვიან ღამით გავრცელებულ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა გადამწყვეტი მომენტია, განსაკუთრებით დასავლელი ლიდერებისთვის - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ოკუპანტების ომის დანაშაულების სიმძიმის შესაბამისი უნდა იყოს.
"ახლა გადამწყვეტი მომენტია, განსაკუთრებით დასავლელი ლიდერებისთვის. და ეს აღარ იმაზე, თუ როგორ შეაფასებს ჩვენი ხალხი ახალ სანქციებს და რას ვიტყვი მე მათზე. ეს არის იმაზე, თუ როგორ შეფასდება სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები თავად დასავლურ საზოგადოებებში. იმის შემდეგ, რაც მსოფლიომ ბუჩაში ნახა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ოკუპანტების ომის დანაშაულების სიმძიმის შესაბამისი უნდა იყოს.
თუ ამის შემდეგ რუსული ბანკები კვლავ იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, თუ საქონლის ტრანზიტი რუსეთში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, თუ ამის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები ჩვეულ რეჟიმში გადაიხდიან რუსეთის ენერგორესურსებისთვის, მაშინ ზოგიერთი ლიდერის პოლიტიკური ბედი ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება. ჩემი რჩევა ყველას: იგრძენით ახლა, რომ მომენტი ნამდვილად გადამწყვეტია.
ურთულესი ვითარება, წინა დღეების მსგავსად, დონბასშია, ხარკოვის მიმართულებით. მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ ყველაფრის გაკეთებას იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს დამცველებს აქვთ რაიმე რუსული ჯარების შესაჩერებლად.
ვიცით, რომ ოკუპანტები ჩვენზე მეტნი არიან. რომ მეტი აღჭურვილობა აქვთ. ჩვენ ვიცით რუსი ლიდერების მცდელობების შესახებ მორიგი იერიშისთვის სასაკლაოზე გასაგზავნად მთელი რუსეთიდან გაიწვიონ ახალი სულელები სამხედრო სკოლების კადეტებს შორის, სამხედრო გამოცდილების მქონე პირები და ახალწვეულები.
მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს - ჩვენი მიწის და ჩვენი ხალხის ბედი წყდება. ჩვენ ვიცით რისთვის ვიბრძვით. და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გამარჯვებისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.