27 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"თელასის" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი 

კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ, 7 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

საბურთალოს რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ნოზაძის, მინდელის და ძოწის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, ჭილაიას, ზესტაფონის და წიწამურის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აბუსერიძე-ტბელის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში - ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის I, II, III ქუჩების, ფაბრიკის, გორგასლის, ნიშნიანიძის, გულუას, ხონელის, ხარფუხის, ტაბახმელის, ცურტაველის, ორთაჭალის, წინანაურის, ნადიკვარის, გრიშაშვილის, ისპაჰანელის და თელეთის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნადიკვარის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის და პატარიძის ქუჩის მოსახლეობას.

დღის ამბები