27 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
მიუხედავად ომის სასტიკი "კანონებისა", მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია - საპატრიარქო ბუჩაში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს საპატრიარქო უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და მშვიდობიანი მოსახლების გარდაცვალების გამო მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს. 

"ვრცელდება უამრავი ვიდეო და ფოტომასალა უკრაინაში, ქ. ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან.

მიუხედავად ომის სასტიკი "კანონებისა", მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია. ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია ადამიანი სრულად არ შეძრას.

გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი და მწუხარება იმ ტრაგედიის გამო, რაც უკრაინაში სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება, განსაკუთრებით მძიმეა მშვიდობიანი, უდანაშაულო მოსახლეობის მკვლელობის ხილვა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს და ვლოცულობთ მათთვის.

დაე, უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს კი მომადლოს მშვიდობა!,"- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკად ნაწამები ცხედრები იპოვეს.

 

დღის ამბები