ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდეს: პირველი რუსეთთან შეერთების შესახებ, რის შემდეგაც შესაძლოა გაიმართოს მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებაზე - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ცხინვალი მალე გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის. ბიბილოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად მოსკოვთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ე.წ. რეფერენდუმი, შესაძლოა, 10 აპრილის შემდეგ ჩატარდეს.