უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმტრო კულებას განცხადებით, რაც ბუჩაში ხდება ცხადყოფს, რომ რუსეთი ISIS-ზე უარესია. მისივე თქმით, უკრაინას იარაღი სჭირდება ახლა, თვითმფრინავები, ტანკები, მძიმე საჰაერო დაცვის სისტემები, ყველაფერი რასაც უკრაინა ითხოვს, უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაუყოვნებლივ.
"რაც ბუჩაში ვნახეთ ცხადყოფს ფაქტს, რომ რუსეთი "აისისზე" უარესია. მშვიდობიანი მოქალაქეების გაუპატიურება, წამება, მკვლელობა შოკისმომგვრელია. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ დანაშაულებში მონაწილეების სამართლებრივ დევნაზე. შეიძლება ამას დრო დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან და სისხლის სამართლის საერთაშორიო სასამართლოსთან ერთად რათა ყველამ პასუხი აგოს. ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ამ დანაშაულის ჩამდენებზე, არამედ ბრძანების გამცემებსა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე.
მჯერა, რომ თუკი ვინმე მომდევნო დღეებში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს უკრაინის ნებისმიერი ტიპის იარაღით უზრუნველყოფის საჭიროებას, რომელსაც უკრაინა ითხოვს, პირადად ვუპასუხებ ამ ადამიანს , რომ თუ არ მოგვაწვდით იარაღს, პასუხისმგებლობას გაიზიარებთ არამხოლოდ ბუჩას მასობრივი მკვლელობის მსხვერპლის გამო, ასევე რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ყველა დანაშაულის გამო.
ჩვენ იარაღი გვჭირდება ახლა: თვითმფრინავები, ტანკები, მძიმე საჰაერო დაცვის სისტემები, ყველაფერი რასაც უკრაინა ითხოვს, უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაუყოვნებლივ. ევროკავშირს კვლავ უჭირს სანქციების მეხუთე პაკეტის მიღება, ვიცი, რომ ეს პაკეტი დამტკიცდება, მაგრამ მინდა მკაფიო სიგნალი გავაგზავნო: მეხუტე პაკეტი, როგორიც ახლაა არასაკმარისი პასუხია რუსეთის დანაშაულებისა და მისი აგრესიის წინააღმდეგ,"-აცხადებს დმიტრო კულება.
ამ დროისთვის კიევის ოლქის ყველა ქალაქი გათავისუფლებულია რუსი ოკუპანტებისგან და ყველა მათგანს აკონტროლებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.