ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას უარყოფს რუსული მხარე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩადან გავრცელებულ ფოტოებს "უკრაინის მთავრობის მორიგ პროვოკაციას" უწოდებს.
შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი კი აცხადებს, რომ არცერთ მშვიდობიან მოქალაქეს არ განუცდია ძალადობა, როდესაც ბუჩას რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდა.
ანატოლი ანტონოვი კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებს იმეორებს და ამბობს, რომ ქალაქი თავად უკრაინელებმა დაბომბეს. კრემლის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით მოსკოვი ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.