27 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
საქართველოს წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ - პრეზიდენტი 

ბუჩაში განხორციელებულ რუსი ოკუპანტების წარმოუდგენელ სისასტიკეს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. 

"ქართული წარსულიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობა, რომლის მოშუშებასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული," - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწამები ცხედრები იპოვეს.

დღის ამბები