"რუსეთის საზიზღარი თავდასხმები ირპენსა და ბუჩაში კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმისა, რომ პუტინი და მისი არმია უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან - ასე ეხმაურება უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ პუტინი სასოწარკვეთილია და მარცხდება. ჯონსონი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთზე სანქციებსა და უკრაინის დახმარებას აძლიერებს.
"ყველაფერს გავაკეთებ პუტინის ომის მანქანის გამოფიტვისთვის. არ მოვისვენებთ, ვიდრე სამართლიანობა არ აღსრულდება," - წერს ჯონსონი განცხადებაში.