27 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
პუტინი თვითიზოლაციაშია, მან მის ზოგიერთ მრჩეველს შინა პატიმრობა მიუსაჯა - ჯო ბაიდენი 

ამერიკის პრეზიდენტი "სკეპტიკურადაა განწყობილი" იმ ინფორმაციის მიმართ, რომ პუტინი ძალებს უკრაინის დედაქალაქის ტერიტორიიდან გაიყვანს. ბაიდენის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პუტინმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი "აძლიერებს" თავის ძალებს უკრაინის აღმოსავლეთში, კერძოდ დონბასის რეგიონში.

ბაიდენი ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია და ის ახლა საკუთარ მრჩევლებს სჯის:

"ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ პუტინმა თავისი ჯარი კიევიდან გამოიყვანა და სამხრეთით გადაადგილდება. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი დონბასის რეგიონში საკუთარ ძალებს აძლიერებს.

როგორც ჩანს, პუტინი თვითიზოლაციაშია და არის გარკვეული მინიშნებები, რომ მან სამსახურიდან გაათავისუფლა ან შინა პატიმრობა მიუსაჯა მის ზოგიერთ მრჩეველს,"- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები