რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მარიუპოლთან ორი უკრაინული ვერტფრენი ჩამოაგდეს, რომლითაც უკრანული სამხედრო შენაერთი "აზოვის" მეთაურების ევაკუაცია ხდებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის იგორ კონაშენკოს განმარტებით, აზოვის მეთაურები დაიღუპნენ.
ბრიფინგი მოსკოვში სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა, კიევში კი ამ ინფორმაციას ჯერ არ გამოხმაურებიან.