27 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
საგაზაფხულო სამუშაოები სამეგრელოში აქტიურად მიმდინარეობს - სოფლის მეურნეობის მინისტრი ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტებს ესტუმრა

სამეგრელოში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრი ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტებს ესტუმრა. ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონში წლების განმავლობში აზიური ფაროსანა და მისგან მიყენებული ზიანია. გაიხსნა მწერთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი და დაიგეგმება ფართობების შეწამვლის გეგმაც. სამეგრელოში აქტიურად იწმინდება სარწყავი არხები.

პარალელურად, მეწარმეებისთვის წამახალისებელი პროგრამები მიმდინარეობს. ტურისტული სეზონისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მარტვილის კანიონის რეაბილიტაცია დაწყებულია.

დღის ამბები