27 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა სიდედრმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა ბრალდებულის ყოფილმა სიდედრმა, მაკა სიმონიშვილმა. მან ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე ისაუბრა. ბასილაშვილი პროცესს დისტანციურად ჩაერთო და ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

"დღევანდელ პროცესზე დაიკითხა დაზარალებულის დედა, რომელმაც დაადასტურა, რომ უშუალოდ შეესწრო ინციდენტებს, როდესაც ნიკოლო ბასილაშვილი მეუღლის მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, ასევე უზღუდავდა ფინანსური ხარჯების განკარგვას.

ბრალდების მხარე სავარაუდოდ მაისი თვეში დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის დაკითხავს დაზარალებულს. აღნიშნულის შემდგომ დაცვის მხარე გამოიკვლევს მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს განაჩენს,"-აცხადებს პროკურორი ნათია გურული.

დღის ამბები