იტალიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრა. მთავარი თემა ზელენსკისთან შეხვედრა იყო. როგორც მარიო დრაგიმ ჟურნალისტებთან თქვა, პუტინმა განაცხადა, რომ არც შეხვედრის და არც ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ მომწიფებული არ არის. კიდევ ერთი თემა რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა იყო.
"პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბარი მქონდა. მას ვუთხარი, რომ მშვიდობაზე მინდოდა საუბარი, და რომ სამშვიდობო პირობებზე შესათანხმებლად მასსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა უნდა შედგეს, თუმცა მისი თქმით, შეხვედრისა და ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ მომწიფებული არ არის.
ასევე, ვისაუბრეთ რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდის საკითხზე. ევროპული კომპანიები გააგრძელებენ გადახდას ევროსა და დოლარში. პრეზიდენტ პუტინისგან მოვისმინე გრძელი ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება შეჯერდეს ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხარის პოზიცია. მას მოვუსმინე, თუმცა, როგორც ჩანს, ეს რუსეთის შიდა პოლიტიკის რთული საკითხია, თუმცა კონტრაქტის დარღვევის გარეშე საგადასახადო ვალუტის შეცვლა მარტივი არ იქნება," - განაცხადა დრაგიმ.